დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
10:43 14.03.2012
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების  ცენტრში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში ნალექი წვიმის სახითაა მოსალოდნელი, ხვალიდან 17 მარტის ჩათვლით კი - ინტენსიურად ითოვებს.

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ზოგიერთ რაიონებში დაფიქსირდება.

ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღეს +10 გრადუსი იქნება, ხოლო 15-17 მარტს - 0 +5 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება თოვლის საფარს, დღეისთვის ხულოში - 3 მ-ს, ხოლო ჯვრის უღელტეხილზე კი 2 მ-ს აჭარბებს.

არამდგრადი ამინდები 18 მარტის ჩათვლითაა ნავარაუდევი.

ბეჭდვა