საბურთალოს ნაწილს დღეს შუქი გაეთიშება
საბურთალოს ნაწილს დღეს შუქი გაეთიშება
10:01 14.03.2012
საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 11:00-დან  13:00 საათამდე აღმაშენებლის მე-12, მე-13 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა დიღმის საცდელი მეურნეობის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლებებსაც შეეხებათ.

"თელასის" ცნობით, გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაერთვებათ.

ბეჭდვა