ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია 21 ჰექტრით მცირდება. პარლამენტმა "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში დღეს ცვლილებები მიიღო.
ცვლილების თანახმად, ყაზბეგის ეროვნული პარკი 8 686 ჰექტარი იქნება. კანონის მიღებამდე მისი ფართობი 8 707 ჰექტარი იყო.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობის შემცირება, ყაზბეგში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურს უკავშირდება.
