ახვლედიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ბედით ინტერესდება
ახვლედიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ბედით ინტერესდება
18:46 13.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს გიორგი ახვლედიანს აინტერესებს, რატომ გამორჩა სოციალურ პაკეტში მთავრობას 18 წლამდე ასაკის 4 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომლებიც თბილისის გარეთ ცხოვრობენ.
ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზე საპენსიო პაკეტის განხილვისას ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს კითხვით მიმართა ჩამოყალიბდება თუ არა მთავრობა და როგორ პაკეტს შესთავაზებს ის 1 სექტემბრიდან 18 წლამდე ასაკის მსგავსი კატეგორიის ბავშვებს.
"ამ საკითხის გადადება ბავშვების ჯანმრთელობაზე სერიოზული ექსპერიმენტის ჩატარებაა. ამიტომ, კონკრეტული პასუხია გასაცემი –უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო მათ სექტემბრიდან სპეციალური სადაზღვევო პაკეტით" – განაცხადა ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატები" მზად არიან კონკრეტული დაავადებების მქონეთა მიმართ სოციალური პაკეტი მთავრობასთან ერთად შეიმუშავონ.


ბეჭდვა