ხაშურის რაიონში დიდთოვლობაა
ხაშურის რაიონში დიდთოვლობაა
17:57 13.03.2012
ხაშურის რაიონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია.

როგორც "ნიუსპრესს" ხაშურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ამ დროისთვის გაწმენდილია ხაშურისა და დაბა სურამის როგორც ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი, ისე შიდა სარგებლობის გზები. გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.

ბეჭდვა