"მოხალისეობის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში დღეს გამართული ბოლო ღონისძიება პოლიეთილენის პარკების ჭარბად მოხმარების წინააღმდეგ იყო მიმართული.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპის სახლმა" განახორციელა.
როგორც "ნიუსპრესს" "ევროპის სახლის" პროგრამების დირექტორმა მარინე მიზანდარმა განუცხადა, პროექტში ჩართულმა მოხალისე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეებს პოლიეთილენის პარკების ნაჭრის ჩანთებით ჩანაცვლებისკენ მოუწოდეს და სპეციალურად შეკერილი ჩანთები დაურიგეს.
"თითოეულმა ჩვენგანმა პოლიეთილენის პარკების მოხმარება რომ შევამციროთ, ბუნება ნაკლებად დაბინძურდება" - აღნიშნა მიზანდარმა.
პროექტის მთავარი მიზანი გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
მოხალისეებმა მათ მიერ ჩატარებულ 5 ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს,რომლის ჩვენება დღეს "ევროპის სახლში" საჯაროდ შედგება და პროექტი ოფიციალურად დაიხურება.
