ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, მეცნიერების პროექტებმა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2011 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებით მოიპოვეს.
გრანტები ყველა მიმართულების კვლევებზე გაიცა. ყველაზე მეტი დაფინანსება კი - ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევებისთვის განკუთვნილმა პროექტებმა მიიღო, რომლებიც თსუ-ს თანადაფინანსებით განხორციელდება.
სამეცნიერო კვლევებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერები ჩაერთვებიან. პროექტების დაფინანსება თვის ბოლოდან დაიწყება.
