"თეთრები" საქართველოში ფასების ხელოვნურად ზრდაზე საუბრობენ
"თეთრები" საქართველოში ფასების ხელოვნურად ზრდაზე საუბრობენ
15:58 13.03.2012
პოლიტიკური პარტია "თეთრების" შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის ჯიბიდან "იძულებით" ამოღებული თანხის მოცულობა 12 მილიარდ ლარს შეადგენს.
პარტიის განცხადების თანახმად, წლის განმავლობაში თითოეული მოქალაქე ელექტროენერგიაზე 200 ლარით ზედმეტს იხდის, რადგან ერთი კილოვატი საათი ელექტროენერგიის ღირებულება 10 თეთრითაა გაზრდილი.
განცხადების ავტორები ჯანდაცვის სფეროზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ სამედიცინო სფეროში ერთი წლის განმავლობაში ორ მილიარდამდე ლარია შესული. ამ თანხის 20% ბიუჯეტიდან არის ჩარიცხული, 80% კი - მოსახლეობისგან აღებული თანხაა.
"თეთრების" მოსაზრებით, ბუნებრივი აირის ფასი 5 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს, სინამდვილეში ის მოქალაქეებისთვის - 51, ხოლო საწარმოებისთვის 75-77 თეთრი ღირს.
განცხადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტით, ნებისმიერი სტუდენტი სწავლის ღირებულების 10%-ზე მეტს არ იხდის, საქართველოში კი - სტუდენტების სწავლისთვის მოსახლეობისგან ათეულობით მილიონი ლარია ამოღებული.

ბეჭდვა