"Speak Up in Georgia" ახალგაზრდა ლიდერებს მოამზადებს
"Speak Up in Georgia" ახალგაზრდა ლიდერებს მოამზადებს
13:25 13.03.2012
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს საგანმანათლებლო პროექტის "Speak Up in Georgia" პრეზენტაცია გაიმართა.

"Speak Up in Georgiaა"-ს მიზანი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაა.

ორთვიანი პროექტის ფარგლებში საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციებისა და PR-მენეჯმენტის სფეროში 16 სესიის ჩატარება იგეგმება. სესიებში მონაწილეობის მიღება 17-დან 26 წლამდე ასაკის იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ.

პროექტი 8 ქალაქში - თელავში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და ბორჯომში განხორციელდება და მასში 1000 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

სესიაში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება ქალაქის მუნიციპალიტეტებსა და ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ.


ბეჭდვა