გლდანისა და სამგორის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
გლდანისა და სამგორის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
12:45 13.03.2012
გლდანისა და სამგორის რაიონების ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზი არ მიეწოდება გლდანის "ა" მიკრორაიონის მოსახლეობასა და ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო და კვების ობიექტებს.
გაზმომარაგების შეზღუდვა სამგორის რაიონში სოფელ წინუბანსა და ლილოს დასახლებასაც შეეხო.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, მოსახლეობის გაზმომარაგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად განახლდება.

ბეჭდვა