დიმიტრი შაშკინი აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
დიმიტრი შაშკინი აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
12:20 13.03.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები და ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელებაც რეფერალური ლაბორატორიის ბაზაზეა შესაძლებელი.

ლაბორატორიაში ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით ბიოლოგიური კვლევების ჩატარება შეუძლიათ.

ლაბორატორიის მიზანი საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის ზედამხედველობის გაძლიერება, ინფექციური დაავადებების აღმოჩენა და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებაა.


ბეჭდვა