დიმიტი შაშკინი ყირგიზ კოლეგას შეხვდა
დიმიტი შაშკინი ყირგიზ კოლეგას შეხვდა
12:12 13.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყირგიზეთის განათლების მინისტრი დღეს თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლასაც ეწვევა.
სადიკოვი სკოლაში "მომავლის კლასს" დაათვალიერებს, სადაც გაკვეთილები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

კანატ სადიკოვი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.






ბეჭდვა