შიდსის დიაგნოზით მარტის თვეში 4 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ განუცხადა, მიმდინარე კვირას 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა, ამის მიზეზი აივ-ინფექცია არ ყოფილა.
მისი თქმით, მას ნაწლავების პერფორაციის დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი.
2012 წლის 1 მარტის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში
შიდსის 80 ახალი შემთხვევაა აღრიცხული. აივ მკურნალობას ამჟამად, 1 124 პაციენტი გადის, მათგან 35 - ბავშვია.
