თბილისიდან კიევის მიმართულებით დღეს თვითმფრინავი დაგვიანებით, 09.30 საათზე გაფრინდა.
ტექნიკური პრობლემების გამო, თბილისი-კიევის ავიარეისი გუშინ გადაიდო.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, უკრაინულ ავიაკომპანია "აეროსვიტს" ავიარეისი 18:20 საათზე უნდა შეესრულებინა, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო იგი გადაიდო. კომპანიამ მგზავრები სასტუმროში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფრომაციით, ტექნიკური პრობლემა თვითმფრინავთან ფრინველების შეჯახებამ გამოიწვია.
