გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
10:28 13.03.2012
გლდანის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 17:00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის მასივის I და VII მიკრორაიონების ნაწილს არ მიეწოდება.

"თელასის" ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

ბეჭდვა