კრწანისის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგია ეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შუქი გაეთიშება ფონიჭალის დასახლებას, რუსთავის გზაკტეცილს, სურგულაძის, ღოღობერიძის, გორგასლის და მის მიმდებარე ქუჩებს.
სარემონტო სამუშაოების გამო, დღესვე 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიას სოფელი ტაბახმელაც შეზღუდვით მიიღებს.
