ირაკლი პეტრიაშვილი –შრომის კოდექსი მალე შეიცვლება
ირაკლი პეტრიაშვილი –შრომის კოდექსი მალე შეიცვლება
15:23 12.03.2012
საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში შრომის კოდექსის შეცვლის პირობა დადო. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ში  ვიზიტის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, მან ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან, საქართველოს ხელისუფლებასთან მათი შეხვედრების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

"საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება აშშ-ს პროფკავშირების არგუმენტების გავალისწინებით და კონსულტაციების გზით აიღო" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობამ აღნიშნულის შესახებ პროფკავშირების გაერთიანებას და დამსაქმებელთა ასოციაციას ინფორმაცია არ მიაწოდა.

"შტატების წარმომადგენლებმა გაოცება ვერ დაფარეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქრთველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუწყია კონსულტაციები პროფკავშირებთან და მისთვის აღებული ვალდებულების შესახებაც კი არ უცნობებია" – აღნიშნა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ პროფკავშირებს ხელთ აქვთ შეხვედრის 47 გვერდიანი სტენოგრამა და დაინტერესების შემთხვევაში, მას ნებისმიერ პირს მიაწვდიან.


ბეჭდვა