პიარ კლუბის ორგანიზებით საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდება.
როგორც "ნიუსპრესს" პიარ კლუბის პრესსამსახურიდან აცნობეს, 15 მარტს სემინარს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ "მუზაში" ამერიკელი ფილოსოფიის დოქტორი დენის ვილკოქსი გაუძღვება.
ლექცია-სემინარზე თემას - "ორგანიზაციის რეპუტაციის მართვა ინტერნეტ ეპოქაში - სოციალურ ქსელებს" განიხილავენ. პიარ პრაქტიკოსები სოციალური მედიის დადებით და იმ უარყოფით მხარეებს გაეცნობიან, რაც ორგანიზაციის მართვის დროს სოციალური მედიის გამოყენებას ახლავს თან.
პიარ კლუბი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.
ლექციაზე-სემინარზე დასწრება კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვისაა შესაძლებელი.
