თბილისის ზოგიერთ ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სახლებში
ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, წყალი დროებით გლდანი-ნაძალადევის რაიონში სოფელ გიორგიწმინდას არ მიეწოდება.
წყალმომარაგების შეზღუდვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ფოცხვერაშვილის, გოგი დოლიძის, ფიროსმანის, გოგოლის, გორის, თევდორე მღვდლის და ბათუმის ქუჩებსაც ეხებათ.
წყალი უწყდება ასევე, ვაკე-საბურთალოს რაიონში შატბერაშვილისა და უჩანეიშვილის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში კაიროს ქუჩას.
მათი წყალმომარაგება 20:00 საათიდან განახლდება.
გლდანის მე-3 მ/რაიონის N 69 კორპუსთან მომხდარი დაზიანების გამო, სასმელი წყლის მიწოდება 18:00 საათამდე გლდანის მე-3 მ/კ რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება.
