საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილოო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის აღნიშნულ
მონაკვეთზე მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება.
ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება თავისუფალია, შეზღუდვები არც უღელტეხილებზეა დაწესებული.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთზე გზის გაწმენდა მიმდინარეობს და მოძრაობა დღის განმავლობაში აღდგება.
