კვლევითი ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება
კვლევითი ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება
10:15 12.03.2012
მიგრაციისა და დიასპორების საკითხებზე სპეციალური კვლევითი ცენტრი იმუშავებს.
ცენტრს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმი მიგრაციისა და საზღვარგარეთ არსებული დიასპორების საკითხების სფეროში ერთობლივი კვლევების ჩატარებას, დიასპორის საკითხებში მაღალკვალიფიციური სამეცნიერო ანალიზის გაკეთებას, სახელმწიფოსა და სამეცნიერო ინტერესების გაღრმავების საკითხის შესწავლას ითვალისწინებს.

მიგრაციის სფეროში მიმდინარე კვლევებსა და სხვა აქტივობებში უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი - ცენტრს ინფორმაციულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

ბეჭდვა