ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის კოდექსი მალე შეიცვლება
ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის კოდექსი მალე შეიცვლება
19:20 11.03.2012
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი უახლოეს პერიოდში შრომის კოდექსის ცვლილებას პროგნოზირებს.
როგორც "ნიუსპრესს" გაერთიანებიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი პრესკონფერენციას პროფკავშრების გაერთიანების სხდომათა დარბაზში ხვალ გამართავს.
პრესკონფერენციაზე პეტრიაშვილი ჟურნალისტებს მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს გააცნობს. იგი იმაზეც ისაუბრებს, თუ როდის და რა მიმართულებით იგეგმება შრომის კოდექსის ცვლილება.

ბეჭდვა