საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ ითოვებს
საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ ითოვებს
19:13 11.03.2012
დასავლეთ საქართველოში ხვალ თოვა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ქარი იქროლებს.

მცირე თოვას პროგნოზირებენ ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. გორსა და სურამში კი - ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

გურია-აჭარის მთიანეთში და გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღეს თოვლის საფარის სიმაღლე 1 მერტს აჭარბებს. თოვლია დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე. ხულოში კი - დღეს ზვავიც ჩამოწვა.

ბეჭდვა