მოსწავლეები და მანდატურები მუზეუმებს ესტუმრებიან
მოსწავლეები და მანდატურები მუზეუმებს ესტუმრებიან
18:39 11.03.2012
მანდატურები და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუზეუმებს ესტუმრებიან.
აღნიშნული ინიციატივა მანდატურებს ეკითვნით.
მუზეუმების დათვალიერება ხელოვნების კვირეულის ფარგლებში იგეგმება.
მანდატურების თქმით, ხელოვნების კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები ისტორიას გაეცნობიან და ცოდნას გაიღრმავებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, №39 და №111 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი უკვე დაათვალიერეს.
სტუმრები მუზეუმში კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცვნენ. ღონისძიების ფარგლებში ისინი ფალიაშვილის მემორიალურ ნივთებს, პირად არქივს, კომპოზიტორის მიერ შექმნილ ოპერების პარტიტურების ორიგინალებს, პირველი დადგმების აფიშებს და ფოტო მასალას გაეცვნენ.

ბეჭდვა