ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული საკუთარი თავის შეცნობაა. ამის შესახებ სამებაში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.
იგი განმარტავს, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თვისებებს, ნაკლს ან ნამოქმედარს ხედავს, ხოლო საიდან მოდის ყოველივე ეს, არ იცის.
პატრიარქის თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა ცოდვები თავიდან აიცილოს, პროცესი უნდა მთლიანად ესმოდეს.
"წმიდა მამები აღნიშნავენ, რომ პირველად ცოდვა ადამიანის თვალში შედის, საიდანაც ის შემდეგ გულში და ბოლოს მთელ სხეულში გადადის. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი გვიანია" - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებაზე.
მისი განცხადებით, ზოგი ადამიანი ცოდვაში ადვილად ვარდება, მაგრამ ყველა მათგანი მაინც ქრისტეს ნათელის მატარებელია.
ილია მეორემ დღეს მრევლს ურჩია სახლი ხშირად აკურთხებინონ.
დღესვე, პატრიარქმა დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი მიტრის ტარების ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო დეკანოზი ზაქარია დავრეშიძე - დამშვენებული ჯვრით.
