რიკოთზე ტრაილერებისა და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რიკოთზე ტრაილერებისა და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
12:14 11.03.2012
რიკოთის უღელტეხილზე ქარბუქის გამო ე.წ ტრაილერებისა და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სხვა სახის ტრანსპორტი რიკოთზე ჩვეულებრივ გადაადგილდება.
ამასთან, მათი ინფორმაციით, თოვლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალია საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ამ მიზეზით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.


ბეჭდვა