მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს "განრღვეულის კვირიაკე" აღინიშნება
მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს "განრღვეულის კვირიაკე" აღინიშნება
10:00 11.03.2012
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს "განრღვეულის კვირიაკეს" აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში  წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც ხალხმრავლობის გამო სახურავიდან ჩაუშვეს.
სამოციქულო ეკლესია ხვალ წმ. გრიგოლ პალამას - თესალონიკელ მთავარეპისკოპოსსაც იხსენიებს. გუშინ კი - მიცვალებულთა შაბათი აღინიშნა. მათი სულების მოსახსენიებლად ტაძრებში სპეციალური მსახურება შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს საკვირაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ბეჭდვა