სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ახალგაზრდებს შეხვდება.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, ცენტრში შემეცნებითი საუბრები კვლავ განახლდება.
პატრიარქის ახალგაზრდებთან შეხვედრა 12 მარტს წმ. სამების საკათედრო ტაძარში 18 საათზე შედგება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
