საქართველოში 12 მარტიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 12 მარტს ნალექი თოვლის სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში ნალექთან ერთად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი წამში 25-30 მეტრის სიჩქარით.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალისთვის ნალექი მხოლოდ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში დაფიქსირდება.
არამდგრადი ამინდები კი ქვეყანაში 17 მარტამდე შენარჩუნდება.
