სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.
შეზღუდვის მიზეზი წუხელ ღამით 1000 მილიმეტრიან მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიაა.
მაგისტრალური გაზსადენის 114-ე კილომეტრზე ავარია მეწყერმა გამოიწვია, რომელმაც მილსადენის ე.წ "შედუღების ნაკერი" დააზიანა.
დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს.
მომხდარი საქართველოში გაზმომარაგების შეფერხებას არ გამოიწვევს, სომხეთში კი გაზის ტრანზიტი სავარაუდოდ 13 მარტს, დილიდან აღდგება.
შემთხვევის ადგილი დღეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოინახულა.
