კანადაში გაუჩინარებული ქართველი გოგონას ცხედარი სამართალდამცავებმა ტორონტოს ხევში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ტორონტოს ჩრდილოეთით ნაპოვნი სხეულის ნაწილები მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნის.
კანადის პოლიციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, მარიამ მახნიაშვილი სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა და საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს. 17 წლის გოგონას ოჯახის წევრები და პოლიცია მესამე წელია უშედეგოდ ეძებდა.
იდენტიფიკაციის პროცესს იდენტიფიკაციის სამსახურისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს კოლეჯის ეზოდან გაუჩინარდა.
