მოსახლეობის ენერგომომარაგებაზე შეფერხებებია
მოსახლეობის ენერგომომარაგებაზე შეფერხებებია
10:45 10.03.2012
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა, ენერგომომარაგებაზე შეფერხებები ფიქსირდება, თუმცა გათიშვის მიზეზი დიდთოვლობა არ არის.

დვალიშვილის თქმითვე, დიდთოვლობამ შეიძლება ელექტროგადამცემი ხაზებისა და გარე ქვესადგურების დაზიანება გამოიწვიოს, ამ დროისთვის კი მსგავსი დაზიანებები არაა დაფიქსირებული.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვა დღესაც შენარჩუნდება. 12 მარტიდან კი ნალექი მთელ საქართველოშია მოსალოდნელი.

ბეჭდვა