სკოლამდელი განათლების საკითხებთან დაკავშირებით დღეს ფორუმი გაიმართება
სკოლამდელი განათლების საკითხებთან დაკავშირებით დღეს ფორუმი გაიმართება
10:10 10.03.2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF ერთობლივი პროექტის - "ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში დღეს ფორუმს გამართავენ.

ფორუმზე ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია მოეწყობა.

პროექტის მიზანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის, სამინისტროების, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბეჭდვა