"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - ქიმერიძის გარდაცვალების ინფორმაციას ტელევიზიები იდენტურად აშუქებდნენ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - ქიმერიძის გარდაცვალების ინფორმაციას ტელევიზიები იდენტურად აშუქებდნენ
19:27 09.03.2012
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიები ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ამბავს კოორდინირებულად აშუქებენ.

მათივე ინფორმაციით, როდესაც სამი ტელეკომპანია -"იმედი", "რუსთავი2" და საზოგადოებრივი მაუწყებელი ქიმერიძის გარდაცვალების ამბავს აშუქებდნენ, მათ სიუჟეტებში გამოყენებული კადრები იდენტური იყო. გარდა ამისა, ტექსტი სამივე არხზე სიტყვა-სიტყვით ერთმანეთს ემთხვეოდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი ამბების კოორდინირებული გადმოცემა ამ არხების სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე მიუთითებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული სოსო ქიმერიძე, ხაშურის პოლიციის შენობაში კიბის მოაჯირიდან გადავარდნის მიზეზით მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნული ფაქტის ობიექტურ გამოძებას ითხოვენ.

ბეჭდვა