ექსპლუატაციაში გადაცემულ შენობებზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა წესდება
ექსპლუატაციაში გადაცემულ შენობებზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა წესდება
19:04 09.03.2012
ექსპლუატაციაში ახლადშესულ შენობებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პროექტის დამრღვევს მის აღმოსაფხვრელად 45-დღიანი ვადა ეძლევა.

აღნიშნულის შესახებ ცვლილება "ტექნიკური საფრთხის შესახებ" კანონში შევა.

დადგენილ ვადაში კორექტირების შემთხვევაში კომპანია ჯარიმისგან გათავისუფლდება.

კანონდარღვევაში ძირითადად 200 კვადრატული მეტრის ინდივიდუალური საცხოვრებლის მშენებლობის დროს გამოვლენილი უზუსტობები იგულისხმება. საცხოვრებელი ფართების მშენებლობის დროს ხარვეზს ძირითადად, თავდაპირველ პროექტთან შეუსაბამობა იწვევს.

მოქმედი კანონით, მშენებელ კომპანიას დარღვევის გამოსწორების საშუალება არ ჰქონდა და პირდაპირ ჯარიმის - 2 000-დან 4 000-მდე ლარის გადახდა ეკისრებოდა.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა.

ბეჭდვა