საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში გამართულ სტუდენტურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გამარჯვებულები სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლიან.
გამარჯვებულ გუნდს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის სიმბოლო - თემიდა გადაეცა.
ოლიმპიადა სხვადასხვა საკითხებში ჩატარდა - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი.
სამართლებრივი ოლიმპიადის მიზანი სასამართლოსა და მომავალი იურისტების დაახლოება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა იყო.
სტუდენტურ ოლიმპიადაში საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
