გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ წელს საკუთარ სახლში ხვდება
გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ წელს საკუთარ სახლში ხვდება
18:36 28.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 21 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ 2013 წელთან შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს.
კითხვაზე „სად ხვდებით ახალ 2013 წელს,“ გამოკითხვის მონაწილეთა 66,7 პროცენტმა უპასუხა, რომ ახალ წელს სახლში ხვდება, 12,5 პროცენტი კი ახალი წლის შეხვედრას მეგობრების წრეში აპირებს.
საკმაოდ დიდია მათი რიცხვი, ვინც ახალ წელს სამსახურში შეხვდება. მათი რაოდენობა გამოკითხვაში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 16,7 პროცენტია, 4,2 პროცენტს კი ჯერ არ გადაუწყვეტია სად იზეიმებს ახალი წლის დადგომას.


ბეჭდვა