სპორტულ ჟურნალისტთა მიერ გამოქვეყნებულ 2012 წლის რეიტინგში ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს
სპორტულ ჟურნალისტთა მიერ გამოქვეყნებულ 2012 წლის რეიტინგში ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს
16:25 28.12.2012
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა.
ახალგაზრდა ძიუდოისტმა 507 ქულა დააგროვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სსჟა-ს საუკეთესო ათეულში მეორე ადგილზე გავიდა, მესამე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო.

წლის უძლიერეს გუნდად ჟურნალისტებმა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აღიარეს, მეორე ადგილზე ძიუდოისტები გავიდნენ, მესამეზე კი 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მოხვდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

ბეჭდვა