უგულავა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
უგულავა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
16:00 28.12.2012
თბილისის მერი გიგი უგულავა, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა, მეხანძრეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ პირებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიგი უგულავამ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ბეჭდვა