ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეული დაასახელა
ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეული დაასახელა
15:42 28.12.2012
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2012 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. რჩეულთა შორის ლონდონის ოლიმპიური თამაშების უკლებლივ ყველა, შვიდივე პრიზიორი მოხვდა. საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი, თავისუფალი ჭიდაობიდანაა.

ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ლონდონი 2012-ის ვერცხლის პრიზიორები - თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი და მისი თანაგუნდელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნები დავით მარსაგიშვილი, გიორგი გოგშელიძე და მანუჩარ ცხადაია, ძიუდოში კონტინენტის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, ფიგურულ სრიალში ევროპირველობის მესამეადგილოსანი ელენე გედევანიშვილი და მორაგბე მამუკა გორგოძე - ასეთია სეოკ-ის რჩეულ სპორტსმენთა სია.

ბეჭდვა