განათლების სამინისტროში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
განათლების სამინისტროში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
15:35 28.12.2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, დღეს თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საატესტატო გამოცდებსაც. წელს, საატესტატო გამოცდები არა ცენტრალიზებულად, არამედ უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება, აქედან გამომდინარე, ალუდა გოგლიჩიძემ თხოვნით მიმართა სკოლის დირექტორებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.
შეხვედრა სამინისტროში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დირექტორებმა ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრის მოადგილისაგან მოისმინეს.

ბეჭდვა