სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
11:12 28.12.2012
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის შენების ქვაკუთხედია და ის ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების პრინციპებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად.
„მე ვიცნობ რეკომენდაციათა იმ ნუსხას, რომელიც რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებებისადმი შეიმუშავა, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები რეკომენდაციებად არ დარჩეს და სახელმწიფომ მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, ამიტომ საბჭოს მუშაობა უფრო უნდა გავააქტიუროთ და სახელმიფო უწყებებთან თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებზე ვიფიქროთ“ - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ბეჭდვა