გრიბოედოვის თეატრში პრემიერა გაიმართება
გრიბოედოვის თეატრში პრემიერა გაიმართება
10:41 28.12.2012
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი, დღეს, სპეკტაკლის "12 თვე" პრემიერას წარმოადგენენ.

სპექტაკლი სამუილ მარშაკის ზღაპრის მიხედვით, ახალგაზრდა სანკტ-პეტერბურგელმა რეჟისორმა დიმიტრი პავლოვმა დადგა.

"რუსული კლუბის" ინფორმაციით, ჩვენება საქველმოქმედოა და მას ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების და სარეაბილიტაციო ცენტრების აღსაზრდელები ნახავენ.

პრემიერას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრება, რომელიც ასევე გახსნის გამოფენას, სახელწოდებით "ჩემო კარგო ქვეყანავ".

სპექტაკლს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.

ბეჭდვა