დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიას შეზღუდვთ მიიღებს
დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიას შეზღუდვთ მიიღებს
10:40 28.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო 28 დეკემბერს 10 - დან 13 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ბერბუკის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის და ალმასიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

10 - დან 15 საათამდე კი ელექტრომომარაგება ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
დღესვე, ქვესადგურში "აეროპორტი," მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 10 - დან 16 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

ბეჭდვა