საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება
10:37 28.12.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, დღეს ანსამბლ „ფერხისას“ საღამო გაიმართება.
ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, საღამოზე ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდება.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ფერხისა“ 2008 წელს, ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლებია.
დაარსების დღიდან ანსამბლი „ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტებისა თუ ღონისძიებების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონაწილეა და თავადაც მართავს ამგვარი ტიპის საღამოებს. ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიება დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა