რუსთავში „ჯეოსტილის“ მუშების გაფიცვას დღეს პროფკავშირების თავმჯდომარე შეუერთდება
რუსთავში „ჯეოსტილის“ მუშების გაფიცვას დღეს პროფკავშირების თავმჯდომარე შეუერთდება
10:36 28.12.2012
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა “ჯეოსტილის” მუშები გაფიცვას განაგრძობენ . ისინი უკვე მეხუთე დღეა, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაფიცულები არიან.

პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეც შეუერთდება.

ირაკლი პეტრიაშვილი ქარხნის ადმნისტრაციასთანაც გეგმავს შეხვედრას.

მუშებს, პროფკავშირებს და ქარხნის ადმინსიტრაციას შორის ორი დღის წინ გამართული შეხვედრა, უშედეგოდ დასრულდა.

ბეჭდვა