ხიდაშელმა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების ერთმანეთთან მიბმის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
ხიდაშელმა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების ერთმანეთთან მიბმის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
18:06 27.12.2012
პარლამენტის წევრმა, თინათინ ხიდაშელმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა.

ხიდაშელის სოციალური ხასიათის ინიციატივები თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის არის მომზადებული და იგი დასუფთავების და ელექტროენერგიის გადასახადების ერთმანეთზე მიბმის აკრძალვას და საბავშვო ბაღებზე დაწესებული გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.

„მე, როგორც თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ვალდებულად ჩავთვალე თავი ჩემი საკანონმდებლო საქმიანობა იმ თემებით დამეწყო, რომლებიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს. დღეს დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის „დედაქალაქის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომლებიც დასუფთავების და ელექტროენერგიის გადასახადების ერთმანეთთან მიბმის აკრძალვას გულისხმობს. კანონპროექტით ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ისეთი მანიპულაციები, რომელიც მოსახლეობის დამატებით გადასახადს და ხარჯს ითვალისწინებს, მომავალში აკრძალული იქნება“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მისივე განცხადებით, ხვალ პარლამენტის ბოლო სხდომაზე, კანონპროექტს, რომელიც საბავშვო ბაღებს შეეხება, ინიცირება გაუკეთდება.

ბეჭდვა