დარახველიძე ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
დარახველიძე ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
17:03 27.12.2012
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, დღეს ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დევნილებს 2013 წლის სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მისი თქმით, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება და ის აქტიურად იმუშავებს, რომ 2013 წლიდან, საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილთა რიცხვი შემცირდეს.
ამ მხრივ კი სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება ახალი მშენებლობები და მოძიებული კარკასების ბინებად გადაკეთება იქნება.
მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 88 000 დევნილი ოჯახია დარეგისტრირებული. აქედან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 25 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კი 62 000 დევნილი ოჯახი ელოდება.

ბეჭდვა