კულინარიული ტურიზმის ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზე მოხვდა
კულინარიული ტურიზმის ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზე მოხვდა
16:21 27.12.2012
2013 წლის 7 საუკეთესო ტურისტული მიმართულებას შორის, სადაც სხვადასხვა ქვეყნის
სამზარეულოს დასაგემოვნებლად ტურისტები უნდა ჩავიდნენ, საქართველო, ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილზე მოხვდა.

ამ მონაცემებს ბლოგი "Huff Post Travel" აქვეყნებს.

ესპანეთისა და საქართველოს შემდეგ შვიდეულში მოხვდენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იაპონია, პერუ,უკრაინა, სიცილია და გვატემალა.

ბლოგერი ელის პასკუალი ქართულ სამზარეულოს ახასიათებს, როგორც ერთ მთლიანობას, შერწყმულს ქართულ ფოლკლორთან, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატებითა და ტრადიციული დამზადების წეს-ჩვეულებებით.

კულინარიული ტურიზმი დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი სფეროა. ამ მხრივ ტურისტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

ბეჭდვა