გიგი უგულავამ განახლებული ფუნიკულიორი დაათვალიერა
გიგი უგულავამ განახლებული ფუნიკულიორი დაათვალიერა
16:11 27.12.2012
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს, განახლებული ფუნიკულიორი დაათვალიერა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიამ ფუნიკულიორის ისტორიული სამთო-საბაგირო გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც აღდგა ისტორიული ფუნიკულიორი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭონქაძის ქუჩასა და მთაწმინდის პარკში არსებულ სადგურებს. 500 მეტრის სიგრძის გზა თანამედროვე სტანდარტების შესამისად მოეწყო, ხოლო ლიანდაგებზე შვეიცარიული წარმოების, თანამედროვე დიზაინის, კომფორტული ორი ვაგონი იმოძრავებს. თითოეული ვაგონი უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი და ჭონქაძის ქუჩას მთაწმინდის პარკთან 3 წუთში აკავშირებს. თითო ვაგონით ერთდროულად 60 ადამიანი ისარგებლებს. მგზავრობის ღირებულების გადახდა მთაწმინდის პარკში მოქმედი ბარათით იქნება შესაძლებელი და რიყის საბაგიროს მსგავსად, მგზავრები უახლოეს მომავალში ფუნიკულიორზეც სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ.

ბეჭდვა